სამეურვეოსაბჭოს
თავმჯდომარე:
10 სექტემბერი 2012წელი
პედაგოგიური საბჭოს
თა
ვმჯდომარე:
ვმჯდომარე:
10 სექტემბერი 2012 წელი
ს.ს.ი.პ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის
N51 საჯარო სკოლის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
სარჩევი
მუხლი I. ზოგადი დებულებები.
მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი:
თავი 3. სამუშაო დრო და გაკვეთილების ხანგრძლივობა.
მუხლი 3. სამუშაო დრო და გაკვეთილების ხანგრძლივობა.
თავი 3. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები.
მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;
თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.
მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება.
თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები.
მუხლი 7. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
თავი 6. სამსახურეობრივი მივლინება.
მუხლი 10. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება.
თავი 7. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი.
მუხლი 11. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი.
მუხლი 12.საშვებულებო ანაზღაურება.
მუხლი 13. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი.
მუხლი 14. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.
მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.
თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 16. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
თავი 9. წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მუხლი 17. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თავი 10. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები.
მუხლი 26. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა.
თავი 11. მოსწავლის პირადი გასინჯვა.
მუხლი 27. პირადი გასინჯვა.
თავი 12. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები.
მუხლი 28. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
თავი 13. განცხადების/საჩივრის განხილვა.
მუხლი 29. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
თავი 14. დასკვნითი დებულებანი.
მუხლი 30. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:
მუხლი I. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
7. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო და დასვენების დრო;
ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;
გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;
დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;
ე) სამსახურეობრივი მივლინება
ვ) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
ზ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;
თ) წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
ი) სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;
კ) მოსწავლის პირადი გასინჯვა;
ლ) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები.
მ) განცხადების/საჩივრის განხილვა;
ნ) დასკვნითი დებულებანი;
მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი:
შინაგანაწესის მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი
თავი 3. სამუშაო დრო და გაკვეთილების ხანგრძლივობა
მუხლი 3. სამუშაო დრო და გაკვეთილების ხანგრძლივობა
1.სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც პედაგოგი/თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
2. სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლება (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
4. სასწავლო პროცესი იწყება 9:00 საათზე.
5. გაკვეთილების ხანგრძლივობა არის 45 წუთი.
6. გაკვეთილებს შორის შესვენებები განისაზღვრება 5 წუთით. დიდი დასვენება – 15 წუთი (გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, მათთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთიანია, ხოლო გაკვეთილებს შორის დასვენებები - 5 წუთიანი).
7. მეორე ცვლა სწავლას იწყებს 12:15 წუთზე.
8. მესამე ცვლა სწავლას იწყებს 14:15 წუთზე.
5. სკოლის პედაგოგები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 845 საათისა. მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 41 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო.
7. დამრიგებლები ვალდებული არიან გამოცხადნენ სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
8.მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე 5 წუთით ადრე.
8. სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ დაბარებული მშობლებისა) დასაშვებია მხოლოდ პარასკევ დღეს. გამონაკლის შემთხვევებზე გაიცემა საშვი.
9. სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით.
10. გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.
11. სკოლაში კატეგორიულად იკრძლება მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება. ეს დასაშვებია მხოლოდ სკოლის დირექციის თანხმობის შემთხვევაში, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
12. სასკოლო დროის ფარგლებში სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.
თავი 3. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები
მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;
1. სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ხარისხის მართვის სამსახური.
2. სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს:
ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა სახის ტესტებით;
ბ) ღია გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;
გ)პროცესის მონიტორინგის გამჭცირვალობის მიზნით სკოლა შეიმუშავებს დომუკნეტს, სადაც აღწერილი და განსაზღვრულია მონიტორინგის ფორმები და საშალებები.
დ) დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისა (დაასწროს მშობლები გაკვეთილებს).
თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება
1. განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, გაზეთი, ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).
2. კანდიდატების პირველადი შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.
3. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების ასლები, სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები
მუხლი 7. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
2. გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი.
3. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
4. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 8. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესები
1. რეკომენდირებულია დასაქმებული იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო და სხვ.).
2. დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია
2. დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია
შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
3. დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
მუხლი 9. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები
1. სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი
კალენდარული თვის 27 რიცხვამდე (ან საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3
სამუშო დღისა.). ანაზღაურების გაცემამოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე
თანხის ჩარიცხვით.
2. შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილია ქალაქი თბილისი.
3. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.
თავი 6. სამსახურეობრივი მივლინება.
მუხლი 10. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
4. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
თავი 7. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
მუხლი 11. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით. სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით- წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
2. დასაქმებულს შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
5. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
მუხლი 12.საშვებულებო ანაზღაურება
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
მუხლი 13. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
მუხლი 14. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -140 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.
თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება
მუხლი 16. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
კ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ლ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად.
3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
თავი 9. წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 17. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია პედაგოგისა და თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
2. პედაგოგის/თანამშრომლის წახალისება ფორმდება დირექტორის ბრძანებით .
3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის პედაგოგს, თანამშრომელს და მოსწავლეს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
4. დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურებრივ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
დ) ზნეობრივ - ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, თანამშრომელის, პედაგოგის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი.
ე) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის და მოსწავლის ქცევის კოდექსის დარღვევა.
5. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, პედაგოგისა და თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება).
6. დისციპლინური სახდელის შეფარდება:
ა) პედაგოგის/თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, სამეურვო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, მანდატურის სამსახურს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს.
ბ) დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს დირექტორს.
გ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა მისი გამოვლენის დღიდან პედაგოგის/თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;
დ) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
ე) დირექტორს შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში პედაგოგი/თანამშრომელი ჩამოაშოროს სასწავლო პროცესს/ სამსახურს. ასეთი საფუძვლით სასწავლო პროცესს/სამსახურს ჩამოშორებულ თანამშრომელს უნარჩუნდება ხელფასი;
ვ) პედაგოგი/თანამშრომელი შეიძლება დათხოვნილ იქნას სკოლიდან თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, პედაგოგის/თანამშრომლის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია (მორალური სახე) მიზანშეუწონელს ხდის, რომ გადაცდომის ჩამდენმა მუშაობა გააგრძელოს სკოლაში;
ზ) დისციპლინური სახდელის დადებამდე პედაგოგს/თანამშრომელს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ოქმი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის, მდივნის, ან დირექტორის მიერ;
თ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, პედაგოგის/თანამშრომლის პიროვნება და დამსახურება;
7. დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები:
ა) დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ პედაგოგმა/თანამშრომელმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, სამეურვო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, დირექტორს და დისციპლინურ კომიტეტს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
ე)თუ პედაგოგს/თანამშრომელს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
8. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის და აკადემიური ჩამორჩენისათვის, შეიძლება დაედოს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
ა) გაფრთხილება;
ბ) მკაცრი გაფრთხილება;
გ) გაკვეთილიდან გაძევება;
დ) მოსწავლის დისციპლინურ ხელშეკრულებაზე აყვანა (ხელშეკრულების ფორმას, შინაარსსა და პირობებს ამტკიცებს სკოლის დირექტორი);
ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა (5 დღემდე ან 5-დან 10 დღემდე ვადით);
ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
9. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას.
10. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
ა) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, სამეურვო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, სკოლის მანდატურს, მასწავლებელს და დირექტორს.
ბ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ;
გ) დისციპლინური გაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
დ) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
ვ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები და აკადემიური მოსწრება.
12. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები:
ა) დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც საუკეთესო მოსწავლემ და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
ბ) ამ მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას დირექტორის მიერ სანიმუშო ქცევისათვის;
გ) დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსწავლეთა თვითმმართველობას, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს, დირექტორს და დისციპლინურ კომიტეტს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
თავი 10. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები
მუხლი 26. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა
1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.
2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;
დ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
ზ) ჯანმრთელობის ცნობა.
3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
4. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N 193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე;
გ) მიმდინარე შეფასება;
ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
ზ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
5. პირველ კლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.
6. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაიყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.
8. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
9. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.
თავი 11. მოსწავლის პირადი გასინჯვა
მუხლი 27. პირადი გასინჯვა
1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.
4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.
თავი 12. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები.
მუხლი 28. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანითარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
3. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება.
4. დასაქმებული ვალდებულია:
ა)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
ბ)შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები
გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;
დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
5. დასაქმებულების, მოსწავლეები, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
6. სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:
ა) დაცვის თანამშრომელი, ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე;
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.
თავი 13. განცხადების/საჩივრის განხილვა
მუხლი 29. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
1. სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.
2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.
3. სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ #448 ბრძანების შესაბამისად.
4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
თავი 14. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:
1. შინაგანაწესს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეურვეო საბჭო.
2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
3. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.
5. შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება სამეურვეო საბჭოს.
No comments:
Post a Comment