ს.ს.ი.პ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლის
მათემატიკის კათედრის პედაგოგის ანა საგინაშვილის
2016-2017 სასწავლო წლის 1 სემესტრის ანგარიში
2016-2017 სასწავლო წელს მათემატიკას ვასწავლი 4 კლასს: VIII6 , VIII9 , VII2 , IX9. ყველა კლასში, კვირაში ორჯერ-სამჯერ, ვამოწმებდი ყველა
მოსწავლის საშინაო დავალებას და რვეულებში ვაკეთებდი კომენტარებს. ყოველი თემის დამთავრებისას ვწერდით
დამოუკიდებელ სამუშაოს და ვაფასებდი ყოველ მოსწავლეს.მშობელი ნაწერის ბოლოს აკეთებდა ხელმოწერას,რითაც ის ყოველთვის
იყო საქმის ყურში, რა დონეზეა მისი შვილი მოცემულ საკითხებში.არასოდეს არ დამიტოვებია
არცერთი მოსწავლის შეკითხვა უყურადღებოდ.ყოველთვის ვცდილობ რომ მათთვის გასაგებ ენაზე
ავხსნა. რამოდენიმეჯერ, მშობლის ან მოსწავლის სურვილის გაჩენის შემდეგ დავრჩი და ვამეცადინე
დამატებით მოსწავლეები.
VIII9 კლასში,
მათემატიკაში კარგი და საშუალო შედეგებია
არის ასევე დაბალი შეფასება.
VII2
კლასში საშუალო აკადამიური მოსწრებაა. რამოდენიმე მოსწავლე ევერესტის ფინალისტია. VIII6 სადამრიგებლო
კლასია, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული.აკადემიური მოსწრებით ყველა საგანში ერთ-ერთი საუკეთესოა.მათემატიკაში
საკმაოდ კარგი შედეგებია.რამოდენიმე მოსწავლე ევერესტის და კინგსის ფინალისტია: ივა
კოპალეიშვილი, გიორგი კურტანიძე, მარიამ სალაყაია, ოთარ ლომსაძე, ნიკოლოზ ლომსაძე,
ნინი ფუტკარაძე. სიით 35 მოსწავლე ირიცხება.
ჩემს
კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი თემაზე
,,გარემოს დაცვა და მავნე ჩვევები’’. ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ
მიცემულ დავალებებს: მოიძიეს და წარმოადგინეს საჭირო ინგორმაცია. თვალსაჩინოებისთვის
ყველა ჯგუფმა ლეპტობში გააკეთა პრეზენტაცია. ნათლად გამოკვეთეს პრობლემები და სავარაუდო
გადაჭრის გზებიც დაასახელეს.
IX9 კლასში საშუალო აკადემიური მოსწრებაა. მეოთხე
შემაჯამებელი ჩატარდა პრეზენტაციის სახით :
საქართველოში არსებული ვალუტების ერთმანეთთან მიმართებაში.
No comments:
Post a Comment